14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.1.ნახშირბადი

კითხვა:

რომელი მეტალი იწვის ნახშირბად(IV)-ის ოქსიდში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

 

პასუხი:

წვის დროს მაგნიუმი დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს. თუ ცეცხლმოკიდებულ მაგნიუმს ჩავუშვებთ CO2-ში, წვის დროს გამოყოფილი სითბო შლის CO2-ს და მაგნიუმი იერთებს დაშლის შედეგად მიღებულ ჟანგბადს:

CO2 + Mg → C + MgO

ნახშირბადი გამოიყოფა ჭვარტლის სახით.