14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.1.ნახშირბადი
კითხვა:
რა არის წყალაირი? რა სამრეწველო გამოყენება აქვს წყალაირს? შეადარეთ წყალაირი გენერატორის აირს. რომელ აირს აქვს უფრო მეტი თბოუნარიანობა?
პასუხი:
წყალაირი წარმოადგენს CO-ს და H2-ის ნარევს, რომლის მიღება შესაძლებელია 1200 °C-მდე გავარვარებულ ნახშირზე წყლის ორთქლის გატარებით:
C + H2O → CO + H2
გენერატორში (ღუმელში) კოქსის ფენებს ქვემოდან აწვდიან ჰაერს. ქვედა ფენაში კოქსის წვით მიიღება CO2, რომელიც კოქსის ფენასთან შეხებით წარმოქმნის CO-ს:
CO2 + C→ 2 CO
წარმოქმნილი CO ჰაერიდან დარჩენილ აზოტთან წარმოქმნის ნარევს, რომელსაც გენერატორის აირი ეწოდება. გენერატორის აირის წვის სითბოს ნაწილი ხმარდება აზოტის გათბობას. წყალაირი წვის დროს მეტ სითბოს გამოყოფს, რადგან მასში ორივე აირი წვადია.
ჩვენი სტუმრები
ხატია ყურაშვილი
მინდა მეც ის ერთ-ერთი ადამიანი ვიყო, ვინც მომავალ თაობებს სწორ მიმართულებას მისცემს
სწრაფი ბმულები




