13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.2.ალუმინი

კითხვა:

რატომ პასიურდება ალუმინი მასზე ცივი კონცენტრირებულ აზოტმჟავას და გოგირდმჟავას მოქმედებით? სად გამოიყენება ალუმინის ეს თვისება?

 

პასუხი:

ცივ პირობებში კონცენტრირებული აზოტმჟავა და კონცენტრირებული გოგირდმჟავა ალუმინს აპასიურებს. ამ დროს მეტალის ზედაპირზე წარმოიქმნება დამცავი ოქსიდური ფენა. მეტალი ხდება არააქტიური, რეაქცია წყდება. ამის გამო, ამ მჟავების შენახვა და გადატანა შესაძლებელია ალუმინის ჭურჭლით.