13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.2.ალუმინი

კითხვა:

რით არის განპირობებული ალუმინის მიერ მეტალების (კალციუმი, რკინა, ქრომი და სხვ,) ოქსიდებიდან აღდგენის უნარი? რა ეწოდება ამ მეთოდს?

 

პასუხი:

ალუმინი ძლიერ სწრაფვას იჩენს ჟანგბადისადმი. Al2O3-ის წარმოქმნის სტანდარტული ენთალპია ΔH°298= -1676 კჯ/მოლი, ხოლო წარმოქმნის ჯიბსის ენერგია ΔH°298= -1582 კჯ/მოლი. აქედან გამომდინარე, ალუმინი ოქსიდებიდან მრავალ მეტალს აღადგენს. ამ მეთოდს ალუმინთერმია ეწოდება. ალუმინი არამეტალებსაც აღადგენს მათი ოქსიდებიდან - SO2, CO2, NO2 და სხვ.