13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.2.ალუმინი

კითხვა:

რა მეთოდით ღებულობენ ალუმინს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

 

პასუხი:

ალუმინს მრეწველობაში ღებულობენ გამლღვალ კრიოლითში ალუმინის ოქსიდის ელექტროლიზით. ვინაიდან ალუმინის ოქსიდი ლღვება მაღალ ტემპერატურაზე (2050 °C) და არ ატარებს დენს, მისი კრიოლითში გახსნის შემდეგ ლღობის ტემპერატურა დაბლა იწევს (960 °C) და ხდება ელექტროგამტარი. ელექტროლიზის დროს ალუმინი გამოიყოფა კათოდზე:

K(-) 2 Al3+ + 6ē → 2Al

 

ხოლო ანოდზე იჟანგება O2-, რომელიც შედის Al2O3-ში:

A(+) 3 O2 -   ̶ 6ē → 1.5 O2

 

შესაძლოა წარიმართოს სხვა პროცესებიც:

 

Na3AlF6 →3 NaF + AlF3
AlF3 → Al3+ + 3Fˉ

K(-)
A(+)

Al3+ + 3ē → Al0
3 Fˉ - 3 ē → 1.5 F2

 

 

გამოყოფილი ფთორი რეაქციაში შედის Al2O3-თან:

Al2O3 + 3 F → 1.5 O2 + 2 AlF3

 საბოლოო შედეგია Al2O3-ის ელექტროლიზი.