13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.1.ბორი

კითხვა:

რა გამოყენება აქვს ბორ(III)-ის ოქსიდს, ბორის მჟავას და პერბორატებს ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში?

 

პასუხი:

ბორ(III)-ისოქსიდი - B2O3 გამოიყენება სპეციალური მინის და მინა-ბოჭკოს წარმოებაში. ბორის მჟავა და ბორაქსი გამოიყენება მინის, ცემენტის, საღებრების, სარეცხი საშუალებების დასამზადებლად, ხოლო პერბორატები - მათეთრებლად. ბორისმჟავა (ბორმჟავა) გამოიყენება მედიცინაში ანტისეპტიკურ, ფუნგიციდურ (სოკოს საწინააღმდეგო) და ანტივირუსულ საშუალებად. ბორის ნაერთების ბაზაზე ღებულობენ მრავალფეროვან ორგანულ, ელემენტ- ორგანულ და პოლიმერულ ნაერთებს. გამოიყენება ნახევარგამტარების დასამზადებლად. მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს ბორორგანულ ნაერთებს და ბორის შემცველ პოლიმერებს (მაგალითად, თერმომდგრადი პოლიმერების - პოლიკარბორანების, რეზინების, აგრეთვე რაკეტულ ტექნოლოგიებში, როგორც მაღალი თბოუნარიანობის საწვავი).