13.მე-13 ჯგუფის ელემენტები
13.1.ბორი
კითხვა:
ბორის რომელი ჰალოგენიდია პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი? რა გამოყენება აქვს ამ ჰალოგენიდს?
პასუხი:
ბორის ჰალოგენიდებიდან, პრაქტიკული თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია BF3, რომელიც ორგანულ ქიმიაში გამოიყენება ზოგიერთი რეაქციის კატალიზატორად (მაგალითად, ალკენების პოლიმერიზაცია, ფრიდელ-კრაფტსის რეაქცია).