13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.1.ბორი

კითხვა:

როგორი სტრუქტურების ფორმირებაა შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ბორიდებში B−B, Me−B, B−Me−Me−B ბმების წარმოქმნისას?

 

პასუხი:

ბორი მეტალებთან წარმოქმნის ნაერთებს, რომლებშიც სტექიომეტრული თანაფარდობა ხშირად დარღვეულია. მაგალითად, ნიკელის შემთხვევაში წარმოიქმნება Ni2B, მაგნიუმთან - MgB2, ქრომთან - Cr4B და ა.შ. სხვადასხვა ტიპის ბორიდში შესაძლებელია წარმოიქმნას B-B, M-B, B-M-M-B (M - მეტალია) და სხვა ბმები ოქტაედრული და იკოსაედრული დაჯგუფებების შემცველი კარკასების წარმოქმნით.