13.მე-13 ჯგუფის ელემენტები
13.1.ბორი
კითხვა:
რა სპეციფიკური ფიზიკური თვისება ახასიათებს კრისტალურ ბორს?
პასუხი:
ბორის კრისტალური მოდიფიკაციები წარმოადგენს შავ ან მუქ მორუხო ფერის ნივთიერებებს. კრისტალური ბორი გამოირჩევა ლღობის მაღალი ტემპერატურით (230 °C), დიდი სიმაგრით (ოდნავ ჩამოუვარდება ალმასს) და მცირე ელექტროგამტარობით, რომელიც ტემპერატურის გაზრდით უმნიშვნელოდ იცვლება. ბორი შეიძლება მიღებულ იქნას აგრეთვე ამორფულ მდგომარეობაში, მოყავისფრო ფხვნილის სახით.