13.მე-13 ჯგუფის ელემენტები
13.1.ბორი
კითხვა:
რომელი მეთოდებით ღებულობენ ბორს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
პასუხი:
ბორი მრეწველობაში მიიღება შემდეგი მეთოდებით:
- ბორს მისი ოქსიდიდან მაღალ ტემპერატურაზე მაგნიუმით ან ალუმინით აღადგენენ (მეტალთერმული მეთოდი):
B2O3 + 3 Mg → 2 B + 3 MgO
- ბორის ჰალოგენიდებზე თუთიის მოქმედებით:
2 BCl3 + 3 Zn → 2 B + 3 ZnCl2
- ბორის ჰალოგენიდების მაღალტემპერატურული აღდგენა მოლეკულური წყალბადით:
2 BX3 + 3 H2 → 2 B + 6 HX (X = Cl, Br)
- ბორანების თერმული დაშლით მიიღება სუფთა ბორი:
B2H6 → 2 B + 3H2
ბორის მიღება მისი ძირითადი ნედლეულიდან - ბორაქსიდან - შეიძლება შემდეგი რეაქციებით:
Na2B4O7 + H2SO4 + 5 H2O → 4 H3BO3 + Na2SO4
2 H3BO3 → B2O3 + 3 H2O
B2O3 + 3 Mg → 2 B + 3 MgO