12.მე-12 ჯგუფის ელემენტები

12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი

კითხვა:

მეტალური ვერცხლისწყალი მინარევის სახით ყოველთვის შეიცავს თუთიას, კალას, ტყვიას. რომელ ხსნარს ვიყენებთ მათი მოცილების მიზნით და რაზეა დაფუძნებული ვერცხლისწყლის გასუფთავების ეს მეთოდი?

 

პასუხი:

მეტალური ვერცხლისწყლის გასუფთავება არსებული მეტალების Zn, Sn და Pb მინარევებისაგან შესაძლებელია ვერცხლისწყლის ნიტრატის ან სულფატის ხსნარით. ამ დროს მიმდინარეობს შემდეგი ჟანგვა–აღდგენითი რეაქციები:

 Zn + HgSO4 → ZnSO4 + Hg

 Sn + HgSO→ SnSO4  + Hg

 Pb + HgSO4  → PbSO4 + Hg

 

გაფილტვრის შემდეგ მიღებულ ნარევს ხსნიან განზავებულ აზოტმჟავაში და მარილების წყალხსნარებიდან კადმიუმით გამოაძევებენ ვერცხლისწყალს:

 

Cd + Hg2(NO3)2 → 2 Hg + Cd(NO3)2