12.მე-12 ჯგუფის ელემენტები
12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი
კითხვა:
CaCl2-ის დნობის ტემპერატურა 780 °C-ია, ხოლო CdCl2-ის – 560 °C. რა არის დნობის ტემპერატურების ასეთი განსხვავების მიზეზი?
პასუხი:
CaCl2-ის იონურობის ხარისხი CdCl2-ის იონურობის ხარისხზე მეტია. შესაბამისად, CaCl2-ის ლღობის ტემპერატურა უფრო მაღალია.