11.მე-11 ჯგუფის ელემენტები
11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო
კითხვა:
ოქროს რომელი იზოტოპი გამოიყენება ადამიანის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკისა და სიმსივნური დაავადების რადიოთერაპიაში?
პასუხი:
ადამიანის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკაში და სიმსივნური დაავადებების რადიოთერაპიაში გამოიყენება ოქროს იზოტოპი 198Au. დიდი ეფექტია მოსალოდნელი ნანო-Au-ის გამოყენებით მისი ე.წ. „სამიზნე” უჯრედებთან ტრანსპორტირების პრობლემის წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში.