11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

რა როლს ასრულებს მე-11 ჯგუფის მეტალები ადამიანის ორგანიზმში?

 

პასუხი:

სპილენძი ერთ-ერთი მიკროელემენტია. იგი აუცილებელი ელემენტია ცოცხალი ორგანიზმებისათვის. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი 0.001 მგ/ლ სპილენძს შეიცავს. სპილენძი შედის ზოგიერთი ფერმენტის შედგენილობაში. იგი გავლენას ახდენს მცენარის მიერ აზოტის ათვისების უნარზე. ნიადაგში მისი ნაკლებობა მცენარის უნაყოფობას იწვევს. ავლენს მაღალ ეფექტურობას სხვადასხვა ვირუსის, მიკრობთა ფართო სპექტრისა და სოკოების მიმართ.

სპილენძთან შედარებით, ლიტერატურაში ნაკლებად მოიძებნება ინფორმაცია ადამიანის ორგანიზმში ვერცხლის ზუსტი შემცველობის შესახებ. მას სხვადასხვა რაოდენობით შეიცავს თავის ტვინი, თირკმელები, ფილტვები, ნეკნები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და სხვ. სპილენძს მცირე რაოდენობით აგრეთვე შეიცავს ნერვული უჯრედები და დედის რძე.

ვერცხლის იონების დიდი დოზა კანის დამწვრობას იწვევს, თუმცა მათი (მაგალითად, მყარი ვერცხლის ნიტრატი - “ლაპისი”, იხ. ზემოთ, ვერცხლის მარილები) ეს თვისება მედიცინაში პოზიტიურად გამოიყენება, მაგალითად, კანზე არასასურველი წანაზარდების - მეჭეჭების მოსაწვავად.