11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

რომელი შენადნობების სახით გამოიყენება ოქრო?

 

პასუხი:

ცნობილია ოქროს შენადნობები პალადიუმთან (30 %), პლატინასთან (10 %), ვოლფრამთან (5 %), ცირკონიუმთან (3 %), რომლებიცმაღალი მუშაობისუნარიანობით გამოირჩევა; ამათგან შეუცვლელი მასალები მზადდება კოსმოსური ტექნიკისათვის. ოქროს შენადნობები წარმოადგენს კონსტრუქციულ მასალას კონტაქტებისათვის, აგრეთვე გამოიყენება ელემენტარული ნაწილაკების გიგანტურ ამაჩქარებლად. კბილის პროტეზირებისათვის გამოიყენება ოქროს შენადნობი ვერცხლთან ან სპილენძთან. ასეთივე შენადნობებით მზადდება საიუველირო საგნები. საინტერესოა ოქროს შენადნობი ნიკელთან („თეთრი ოქრო”), რომელიც მაღალი ცვეთამედეგობით გამოირჩევა.