11.მე-11 ჯგუფის ელემენტები
11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო
კითხვა:
KCl და AgCl ნაერთებიდან, რომელშია ბმის უფრო მაღალი კოვალენტურობის ხარისხი და რატომ?
პასუხი:
KCl და AgCl ნაერთებიდან უფრო მეტად კოვალენტურიაბმა AgCl-ში, რადგან Ag+-კატიონს მაღალი მაპოლარიზებელი მოქმედება აქვს (K+-ს და Ag+-ს გარე შრის განსხვავებული ელექტრონული კონფიგურაცია აქვს), რის გამოც, Cl--თან მისი ბმის იონურობის ხარისხი მცირეა.