11.მე-11 ჯგუფის ელემენტები
11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო
კითხვა:
როგორ მიიღება სპილენძ(II)-ის ამიაკატური კომპლექსი? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა. რა გამოყენება ჰქონდა ადრე ამ პროდუქტს?
პასუხი:
სპილენძ(II)-ის ამიაკატური კომპლექსი მიიღება ახლად დალექილ სპილენძ(II)-ის ჰიდროქსიდზე ჭარბი ამონიუმის ჰიდროქსიდის მოქმედებით:
Cu(OH)2 + 4 NH4OH → [Cu(NH3)4](OH)2 + 4 H2O
(მუქი ლურჯი)