11.მე-11 ჯგუფის ელემენტები
11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო
კითხვა:
რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული სპილენძი ბუნებაში? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები.
პასუხი:
სპილენძი ბუნებაში გავრცელებულია თვითნაბადი სახით, მეტწილად ნაერთების სახით: Cu2O - კუპრიტი; CuO - მელქონილი (სპილენძის შავი მადანი); Cu2S - სპილენძის კრიალა (ქალკოზინი); Cu2(OH)2CO3 - მალაქიტი; 2CuCO3·Cu(OH)2 - აზურიტი; CuFeS2 - ქალკოპირიტი (სპილენძის კოლჩედანი).