11.მე-11 ჯგუფის ელემენტები
11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო
კითხვა:
შეადარეთ სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს ქიმიური აქტიურობა.
პასუხი:
ვერცხლი და სპილენძი მეტალთა ძაბვის მწკრივში განლაგებულნი არიან წყალბადის შემდეგ. აქტიურობა ჯგუფში მცირდება. ჟანგბადთან უშუალოდ მხოლოდ სპილენძი ურთიერთქმედებს, გოგირდთან - სპილენძი და ვერცხლი. სპილენძი გაცხელებით, ხოლო ვერცხლი ჩვეულებრივ ტემპერატურაზე:
2 Cu + S → Cu2S
2 Ag + S → Ag2S
ჰალოგენებთან ურთიერთქმედებს სამივე მეტალი (სპილენძი - ოთახის ტემპერატურაზე, ოქრო - გაცხელებით). სპილენძი და ვერცხლი იხსნება განზავებულ აზოტმჟავაში (HNO3) ან კონც. გოგირდმჟავაში (H2SO4). გაცხელებით ოქრო იხსნება თეზაფში, უწყლო H2SO4-ში და Cl2-ით გაჯერებულ HCl-ში.