11.მე-11 ჯგუფის ელემენტები
11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო
კითხვა:
რა მსგავსება და განსხვავებაა პირველი და მეთერთმეტე ჯგუფების ელემენტების ატომების ელექტრონულ კონფიგურაციებს შორის?
პასუხი:
მე-11 ჯგუფის ელემენტებია სპილენძი (Cu), ვერცხლისწყალი (Ag), ოქრო (Au). ამ ელემენტების ატომებს გარე ენერგეტიკულ დონეზე ერთი ელექტრონი აქვთ, ხოლო გარესწინა შრეზე - თვრამეტი ელექტრონი (გარდა ოქროსი - 32 ელექტრონი). ქიმიურ რეაქციებში, მათ, როგორც d-ელემენტებს, შეუძლიათ დაკარგონ ელექტრონი არა მხოლოდ გარე შრიდან, არამედ გარესწინა შრიდანაც და ნაერთებში ამჟღავნებენ +1, +2 და +3 ჟანგვით რიცხვებს. ეს გარემოება განაპირობებს მათ განსხვავებულ ქიმიურ ქცევას ტუტე მეტალებთან შედარებით. ქიმიური აქტივობა ჯგუფში მცირდება. შეიმჩნევა მცირედი პერიოდულობა, რაც არ არის დამახასიათებელი ტუტე მეტალებისათვის. ტუტე მეტალების გარესწინა შრეზე 8 ელექტრონია. მე-11 ჯგუფის ელემენტები ბუნებაში მოიპოვება თვითნაბადი სახითაც, ტუტე მეტალები კი - მხოლოდ ნაერთების სახით.