10.მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.2.პლატინის ჯგუფის მეტალები
კითხვა:
როდიუმის და ირიდიუმის რომელი ნაერთები ჟანგავს ქლორს და აზოტ(II)-ის ოქსიდს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
პასუხი:
როდიუმის და ირიდიუმის ფთორიდები, რომლებიც მიიღება ფთორის არეში მეტალების წვისას, არამდგრადები და ძლიერ მჟანგავები არიან. უწყლო არეში როდიუმის და ირიდიუმის ფთორიდები ჟანგავენ თავისუფალ ქლორს და NO-ს:
2 RhF6 + 3 Cl2 → 2 RhF3 + 6 ClF
IrF6 + NO → NO+[IrF6]-