10.მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.2.პლატინის ჯგუფის მეტალები

კითხვა:

რომელი ტიპის კომპლექსნაერთებს წარმოქმნის პლატინის ჯგუფის მეტალები? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები.

 

პასუხი:

ოსმიუმისა და რუთენიუმისათვის დამახასიათებელია ანიონური კომპლექსები ზოგადი ფორმულით: M2+[EX6], სადაც E = Os და Ru.

როდიუმი და ირიდიუმი წარმოქმნიან:

  • კატიონურ კომპლექსებს: [E(NH3)6]3+; კომპლექსებს შერეული ლიგანდით - [E(NH3)5H2O]3+;
  • ანიონურ კომპლექსებს: Me3+[E(CN)6], H3[FCl6], Me3+[E(NO2)6],.

პალადიუმისა და პლატინისათვის დამახასიათებელია:

კატიონური - [E(NH3)4]2+, ანიონური - [E(CN)4]2-, კატიონურ-ანიონური - [E(NH3)4]2+[ECl4]2- და ნეიტრალური - [E(NH3)2X2] კომპლექსები; X = Cl, Br, NO2. Pt(IV) და Pd(IV) წარმოქმნიან მხოლოდ მრავალრიცხოვან ანიონურ კომპლექსებს: K2[PtCl6]·6H2O, (NH4)2[PtCl6], K2[PdCl6].