10.მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.2.პლატინის ჯგუფის მეტალები

კითხვა:

პლატინის რომელი ნაერთი ხასიათდება ყველაზე ძლიერი მაფთორირებელი უნარით?

 

პასუხი:

PtF6 არის ყველაზე ძლიერი მაფთორირებელი ნაერთი. ენერგიულად მოქმედებს მეტალურ ურანთან UF6-ის წარმოქმნით, შლის წყალს ჟანგბადის გამოყოფით, ჟანგავს მოლეკულურ ჟანგბადს O2+[PtF6]- -ის წარმოქმნით, მოქმედებს მინასთან.