10.მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.2.პლატინის ჯგუფის მეტალები
კითხვა:
როგორ შეიძლება გადავიყვანოთ ხსნად მდგომარეობაში პლატინის ჯგუფის მეტალები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.
პასუხი:
პლატინის ჯგუფის მეტალები ნაკლებ რეაქციისუნარიანებია. ზოგიერთი მათგანი არა თუ ცალკეულ მჟავაში, სამეფო წყალშიც კი არ იხსნება (Os, Ru, Ir). პლატინის ჯგუფის ყველა მეტალი შეიძლება ხსნად მდგომარეობაში გადავიდეს შემდეგი რეაქციით:
E + 3 KNO3 + 2 KOH → K2EO4 + 3 KNO2 + H2O