10.მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.1.ნიკელი
კითხვა:
როგორ აცილებენ ერთმანეთს ნიკელს და კობალტს? რას ეფუძნება მათი დაცილების ხერხი?
პასუხი:
ნიკელის კარბონილის მიღების სიმარტივე განაპირობებს მის გამოყენებას ნიკელისა და კობალტის დასაცილებლად. კობალტის კარბონილი მიიღება მაღალ ტემპერატურასა და წნევაზე. გარდა ამისა, ნიკელის კარბონილი ადვილად აქროლადი ნივთიერებაა და ეს თვისებები ნიკელისა და კობალტის ერთმანეთისაგან დაცილების საშუალებას იძლევა.