10.მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.1.ნიკელი

კითხვა:

როგორ მიიღება ნიკელის ტეტრაკარბონილი? რა გამოყენება აქვს ამ ნაერთს?

 

პასუხი:

ნიკელის ტეტრაკარბონილი Ni(CO)4 მიიღება ნიკელის ფხვნილზე ნახშირბადის მონოოქსიდის მოქმედებით 60-80 °C ტემპერატურაზე. იგი უფერო, ადვილად აქროლადი სითხეა. გამოიყენება სუფთა ნიკელის მისაღებად და კოროზიისაგან მეტალის ზედაპირის დამცავ ფენად. გამოიყენება აგრეთვე კატალიზატორად ორგანულ სინთეზში.