10.მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.1.ნიკელი
კითხვა:
რომელი ფაქტორებისადმი მდგრადობით გამოირჩევა ნიკელი? რით არის განპირობებული მისი ქიმიური მდგრადობა? როგორ ურთიერთქმედებს ნიკელი მჟავებთან პირობების მიხედვით?
პასუხი:
σ- და π-აქცეპტორული ტიპის ლიგანდებთან (Co, PF3, CNˉ) ნიკელი წარმოქმნის კომპლექსებს ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით. ძლიერი ველის ლიგანდების გავლენით წარმოიქმნება ცენტრალური ატომის d10-კონფიგურაცია და ხშირად ადგილი აქვს ცენტრალური ატომის sp3 ჰიბრიდიზაციას.
ნიკელი, ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით, წარმოქმნის ტეტრაკარბონილს - Ni(CO)4. ნიკელის ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით მიღებულია აგრეთვე, კოპლექსური ნაერთი K4[Ni(CN)4].
მე-8 –მე-10 ჯგუფის ელემენტებისათვის (d8-d10-კონფიგურაციით) ცნობილია შემდეგი კომპლექსები:
O2-ის ლიგანდით, მაგალითად: M(O2)[P(C6H5)3]2;
M=Ni, Pd, Pt და M(O2) Hal(CO)[P(C6H5)3]2; M=Ir, Rn, Hal=Cl, Br, I.
O2-ის მოლეკულა p-ტიპისაა (CNˉ, CO, N2, NO-ის მსგავსად). კომპლექსწარმომქმნელთან მისი კოორდინირება ხორციელდება დონორულ-აქცეპტორული და დატიური ურთიერთქმედებით M - O2, O2-ის მოლეკულის, σ-, π-, π*-ორბიტალების მონაწილეობით.