10.მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.1.ნიკელი

კითხვა:

როგორ ღებულობენ ნიკელს მრეწველობაში?

 

პასუხი:

ნიკელის მადნებში ნიკელის შემცველობა დაბალია, ამიტომ ნიკელის მისაღებად ჯერ აუცილებელია მადნის დაკონცენტრირება. მადნიდან იღებენ NiO-ს, რომელსაც აღადგენენ ნახშირით ან წყალბადით:

NiO + C → Ni + CO­

NiO + H2 ® Ni + H2O

ნიკელს იღებენ აგრეთვე ალუმინოთერმული მეთოდით:

3 NiO + 2 Al → 3 Ni + Al2O3

ნიკელი მიიღება კარბონილის - Ni(CO)4 - თერმული დაშლითაც:

Ni(CO)4   → Ni + 4 CO