9.მე-9 ჯგუფის ელემენტები

9.1.კობალტი

კითხვა:

როგორი კომპლექსის სახით არსებობს Co(II)-ის იონები წყალში? რა ცვლილებას განიცდის CoCl2·6H2O-ს კრისტალჰიდრატი? რა გამოყენება აქვს მას?

 

პასუხი:

 Co(II)-ის იონები წყალში [Co(OH2)6]2+ აკვაკომპლექსის სახით არსებობს, რომელიც ხსნარს ვარდისფერს აძლევს: Co(NO3)2·6H2O, CoSO4·6H2O და ა.შ. გაცხელებით ან წყალწამრთმევი ნივთიერებების მოქმედებით (სპირტი და სხვა) კრისტალჰიდრატების ფერი იცვლება. მაგალითად, მყარი CoCl2 წყალში გახსნისას კვლავ იბრუნებს ვარდისფერს, რაც [Co(OH2)6]2+ აკვაკომპლექსის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული. ამის გამო, ის გამოიყენება ტენის აღმომჩენი ინდიკატორული ქაღალდის დასამზადებლად. მშრალ მდგომარეობაში ქაღალდი ლურჯია, ხოლო ტენიანი - ვარდისფერი.