8.მე-8 ჯგუფის ელემენტები
8.1.რკინა
კითხვა:
რკინის რომელ განსაკუთრებით მდგრად კომპლექსებს იცნობთ? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები. როგორ მიიღება ეს კომპლექსები? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის განტოლებები. რა გამოყენება აქვს ამ კომპლექსებს?
პასუხი:
რკინა(II)-ის კომპლექსებს შორის დიდი მდგრადობით გამოირჩევა ციანიდური კომპლექსი [Fe(CN)6]4-. ორვალენტიან რკინის მარილზე კალიუმის ციანიდის მოქმედებით მიიღება Fe(CN)2:
FeCl2 + 2 KCN ® Fe(CN)2- + 2 KCl
კარგად იხსნება ფუძე ციანიდებში, რის შედეგადაც მიიღება კომპლექსური მარილი - K4[Fe(CN)6] - სისხლის ყვითელი მარილი [კალიუმის ჰექსაციანოფერატი(II)]:
Fe(CN)2 + 4KCN ® K4[Fe(CN)6]
კალიუმის ჰექსაციანოფერატი(II)
ზემოაღნიშნული კომპლექსი დიამაგნიტურია: