8.მე-8 ჯგუფის ელემენტები

8.1.რკინა

კითხვა:

რაში გამოიხატება რკინა(II)-ის ნაერთების მსგავსება მანგანუმ(II)-ის, კობალტ(II)-ის და ნიკელ(II)-ის ანალოგიურ ნაერთებთან?

 

პასუხი:

 რკინა(II)-ის ნაერთების მსგავსება მანგანუმ(II)-ის, კობალტ(II)-ის და ნიკელ(II)-ის ანალოგიურ ნაერთებთან გამოიხატება მჟავა არეში მდგრადობით, ტუტეში ადვილად დაჟანგვით და CNˉ-ჯგუფებთან მდგრადი კომპლექსების წარმოქმნით.