8.მე-8 ჯგუფის ელემენტები

8.1.რკინა

კითხვა:

როგორ მიიღება რკინა(II)-ის მარილები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.

 

პასუხი:

რკინა(II)-ის მარილები, ძირითადად, მიიღება Fe-ზე, FeO-ზე, Fe(OH)2-ზე, FeS-ზე, FeCO3-ზე მარილმჟავასა და განზავებული გოგირდმჟავას მოქმედებით:

Fe + 2 HCl → FeCl2 + H2­

FeO + 2 HCl → FeCl2 + H2O

FeO + H2SO4→ FeSO4 + H2O

Fe(OH)2 + H2SO4→ FeSO4 + 2H2O

FeCO3 + H2SO4→ FeSO4 + H2O + CO2­

FeS + 2 HCl → FeCl2 + H2

FeS + 2 H3O+ + 4 H2O → [Fe(OH2)6]2+ + H2