8.მე-8 ჯგუფის ელემენტები
8.1.რკინა
კითხვა:
რომელ ნაერთშია რკინა ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით? ადამიანისთვის რა საშიშ თვისებას ავლენს აღნიშნული ნაერთი?
პასუხი:
რკინის პენტაკარბონილის მოლეკულის
აგებულება
რკინას ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით შეიცავს პენტაკარბონილი, რომელიც მიიღება მისი ურთიერთქმედებით ნახშირბად(II)-ის ოქსიდთან, მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე (100-200 °C):
Fe + 5 CO → Fe(CO)5
რკინის პენტაკარბონილი ყვითელი ფერის აქროლადი მომწამლავი სითხეა, რომელიც ადვილად იშლება. კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში: დიეთილის ეთერში, ბენზოლში და სხვ. მოლეკულას აქვს ტრიგონალური ბიპირამიდის სტრუქტურა, რასაც შეესაბამება რკინის ორბიტალების dsp3-ჰიბრიდიზაცია.
Fe(CO)5-ზე ულტრაიისფერი სინათლის მოქმედებით გამოიყოფა CO და მიიღება მუქი-ყვითელი კრისტალური ორბირთვიანი ნივთიერება:
Fe(CO)5 → Fe2(CO)9 + CO
Fe2(CO)9
ცნობილია სამბირთვიანი კარბონილებიც, მყარი Fe3(CO)12.