8.მე-8 ჯგუფის ელემენტები
8.1.რკინა
კითხვა:
როგორი სახით არის გავრცელებული ბუნებაში რკინა? დაასახელეთ რკინის შემცველი მინერალები და დაწერეთ მათი შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
პასუხი:
სუფთა რკინა იშვიათად გვხვდება. ყველაზე ხშირად ის გვხვდება დედამიწაზე ჩამოვარდნილი რკინა-ნიკელის მეტეორიტების შემადგენლობაში. ბუნებაში რკინა ძირითადად საბადოების სახით არსებობს. რკინის ძირითადი საბადოებია:
- მაგნეტიტი (მაგნიტური რკინაქვა - Fe3O4 (შეიცავს 72 %-მდე რკინას);
- ჰემატიტი (წითლი რკინაქვა) - Fe2O3 (შეიცავს 65 %-მდე რკინას);
- ლიმონიტი - Fe2O3·nH2O (შეიცავს 60 %-მდე Fe-ს);
- პირიტი - რკინის კოლჩედანი - FeS2 (შეიცავს 46 %-მდე რკინას);
- სიდერიტი - რკინის შპატი - Fe2CO3 (შეიცავს 35%-მდე რკინას).
ზოგიერთ მინერალურ წყალში Fe(II) სულფატების და ჰიდროკარბონატების სახით გვხვდება. ამგვარი წყალი ჟანგისფრად ღებავს გარემოს რკინა(III) ჰიდროქსიდის წარმოქმნის გამო.