7.მე-7 ჯგუფის ელემენტები

7.1.მანგანუმი

კითხვა:

Mn(III)-ის რომელი ნაერთია ცნობილი? როგორ გარდაიქმნება MnF3 წყლის მოქმედებით?

 

პასუხი:

Mn(III)-ის ნაერთებიდან ცნობილია ბუნებრივი მინერალი ბრაუნიტი - Mn2O3 და MnF3. MnF3 წყლით იშლება შემდეგი ქიმიური განტოლების შესაბამისად:

2 MnF3 + 2 H2O → MnO2 + MnF2 + 4 HF

MnF3-ის შენარჩუნება ხერხდება მხოლოდ ფთორწყალბადმჟავას (მლღობი მჟავა) არეში. MnF3 ტუტე მეტალების ფთორიდებით ანიონურ კომპლექსებად გარდაიქმნება:

KF + MnF3 → K[MnF4]

ამავე დროს შეიძლება წარმოიქმნას K2[MnF6]