7.მე-7 ჯგუფის ელემენტები

7.1.მანგანუმი

კითხვა:

როგორი ბუნება არის დამახასიათებელი Mn(II)-ის ნაერთების წყალხსნარებისთვის? რომელ ქიმიურ რეაქციებში ვლინდება ეს ბუნება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური განტოლებები. როგორია ამ რეაქციების შედეგად წარმოქმნილი ნაერთების მდგრადობა?

 

პასუხი:

Mn(II)-ის ნაერთების წყალხსნარებისთვის დამახასიათებელია სუსტი მჟავური ბუნება, რაც ტუტე მეტალების იგივე ტიპის ნაერთებთან რეაქციაში შესვლის უნარში ვლინდება:

4 KCN + Mn(CN)2→ K4[Mn(CN)6]

2 KCl + MnCl2→ K2[MnCl4]

4 KF + MnF2→ K4[MnF6]

 

მაგრამ ციანოკომპლექსების გარდა, ყველა ეს ნაერთი არამდგრადია და ხსნარის განზავებისას იშლება.