7.მე-7 ჯგუფის ელემენტები
7.1.მანგანუმი
კითხვა:
როგორ იღებენ მანგანუმს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.
პასუხი:
მეტალური მანგანუმის ძირითადი მომხმარებელია მეტალურგია. ფოლადის ლეგირებისათვის გამოიყენება მანგანუმის შენადნობი რკინასთან - ფერომანგანუმი, რომელიც შემდეგი რეაქციის შესაბამისად მიიღება:
MnO2 + Fe2O3 + 5C → Mn/2Fe + 5CO
სუფთა მეტალური მანგანუმი (რკინის მინარევების გარეშე) მიიღება პიროლუზიტიდან ალუმინოთერმიით.
თავდაპირველად პიროლუზიტს აღადგენენ გახურებით:
3MnO2·nH2O → Mn3O4 + O2 + 3nH2O
Mn3O4-იდან ალუმინოთერმიით მიიღება მანგანუმი:
3 Mn3O4 + 8 Al → 9 Mn + 4 Al2O3
ქიმიურად სუფთა მანგანუმი მიიღება MnSO4-ის ელექტროლიზით ან MnO2-დან Si-ით აღდგენით:
MnO2 + Si → Mn + SiO2