7.მე-7 ჯგუფის ელემენტები

7.1.მანგანუმი

კითხვა:

რომელ ჟანგვით რიცხვებს ავლენს მანგანუმი? რას განსაზღვრავს მანგანუმის ჟანგვითი რიცხვების მრავალფეროვნება? გამომდინარე აქედან, რა არის დამახასიათებელი მანგანუმის ნაერთებისათვის?

 

პასუხი:

მანგანუმისათვის დამახასიათებელია ჟანგვის რიცხვები: 0; +2; +3; +4; +5; +6; +7. ჟანგვითი რიცხვების მრავალფეროვნების გამო მანგანუმისთვის დამახასიათებელია მკვეთრად განსხვავებული ჟანგვა-აღდგენითი უნარის მქონე ნაერთები. +2 ჟანგვის რიცხვით, მანგანუმი ძლიერ აღმდგენია, ხოლო +7 ჟანგვის რიცხვით - ძლიერ მჟანგავი. ჟანგვითი რიცხვების მრავალფეროვნება განაპირობებს აგრეთვე მანგანუმის ნაერთების ფუძე-მჟავური თვისებების მნიშვნელოვან განსხვავებასაც:

Mn(OH)2

Mn(OH)3

Mn(OH)4

H2Mn(OH)4

HMnO4

საშუალო
 სიძლიერის
ფუძე

სუსტი
ფუძე

 ამფოტერული
 ჰიდროქსიდი

ჰიპოთეტური
მჟავა

ძლიერი
მჟავა