6.მე-6 ჯგუფის ელემენტები

6.1.ქრომი

კითხვა:

როგორი ფიზიკური თვისებებია დამახასიათებელი ქრომისათვის?

 

პასუხი:

ქრომი წარმოადგენს მყარ მბზინავ მეტალს, რომელიც დნება 1890 °C-ტემპერატურაზე. მისი სიმკვრივე 7.19 გ/სმ3-ია. ქრომს ახასიათებს ატომიზაციის ენთალპიის მაღალი მნიშვნელობა, რაც აიხსნება მისი ჰექსაგონალური სტრუქტურით და ამ სტრუქტურაში შემადგენელ ატომებს შორის არსებულ ბმაში d ელექტრონების მონაწილეობით.