6.მე-6 ჯგუფის ელემენტები
6.1.ქრომი
კითხვა:
როგორ მიიღება ქრომის მნიშვნელოვანი შენადნობი - ფეროქრომი? დაწერეთ მისი მიღების შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლება. სად გამოიყენება ფეროქრომი?
პასუხი:
ნახშირით ქრომოვანი რკინაქვის აღდგენისას მიიღება ქრომის შენადნობი რკინასთან - ფეროქრომი, რომელსაც უშუალოდ იყენებენ მეტალურგიულ მრეწველობაში ქრომიანი ფოლადის წარმოებისას.