1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.1.წყალბადი
კითხვა:
რომელი ფიზიკური თვისებებით განსხვავდება ერთმანეთისაგან პროთიუმი, დეიტერიუმი და ტრითიუმი?
პასუხი:
პროთიუმის, დეიტერიუმისა და ტრითიუმის ფიზიკური და ქიმიური თვისებები, რეაქციისუნარიანობა, ნაერთების აღნაგობა, ლღობისა და დუღილის ტემპერატურა და სხვ. ერთმანეთისაგან, ძირითადად, განსხვავებულია მათ მასებს შორის დიდი სხვაობის გამო.