5.მე-5 ჯგუფის ელემენტები
5.1.ვანადიუმი
კითხვა:
რომელი მჟავების მიმართ არის არამდგრადი ვანადიუმი?
პასუხი:
ლითონური ვანადიუმი ცივ პირობებში მოქმედებს კონც. HF-თან
2 V + 12 HF → 2 H3[VF6] + 3 H2
სამეფო წყალთან ლითონური ვანადიუმი წარმოქმნის V(IV)-ის ქლორიდს:
3 V + 4 HNO3 + 12 HCl → 3 VCl4 + 4 NO + 8 H2O
გაცხელებით შედის რეაქციაში HNO3-თან და კონცენტრირებულ H2SO4-თან:
V + 3 H2SO4 → (VO)SO4 + 2 SO2 + 3 H2O
V + 6 HNO3 → (VO2)NO3 + 5 NO2 + 3 H2O
ჰაერზე ტუტეებთან შელღობით ვანადიუმი წარმოქმნის მარილებს მეტავანადატებს KVO3 და ორთოვანადატს K3VO4.