4.მე-4 ჯგუფის ელემენტები

4.1.ტიტანი

კითხვა:

რომელი ჟანგვითი რიცხვია ტიტანისათვის ტიპური? როგორი სტრუქტურა აქვთ ტიტანის ნაერთებს +4-ის ტოლი ჟანგვითი რიცხვით?

 

პასუხი:

ტიტანისათვის, ძირითადად, დამახასიათებელია ნაერთები +4 ჟანგვითი რიცხვით, თუმცა წარმოქმნის ნაერთებს +2 და +3 ჟანგვითი რიცხვითაც, რომლებიც საკმაოდ მდგრადებია. ტიტანის ნაერთები +4 ჟანგვითი რიცხვით ხასიათდებიან როგორც ტეტრაედრული, ისე ოქტაედრული სტრუქტურით.