1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.1.წყალბადი
კითხვა:
რატომ არის წყალბადი ძალიან მცირე რაოდენობით გავრცელებული ბუნებაში?
პასუხი:
პლანეტები, რომელთა მასები ბევრად აღემატება დედამიწის მასას, თავიანთ ატმოსფეროში მსუბუქ აირებს ინარჩუნებენ. მაგალითად, დედამიწას, იუპიტერისაგან განსხვავებით (იუპიტერის მასა დედამიწის მასაზე დაახლოებით 320-ჯერ მეტია), მსუბუქი აირების მიმართ სუსტი გრავიტაციული მიზიდულობა აქვს. მსუბუქი აირები, მოლეკულების მოძრაობის დიდი სიჩქარის გამო, ტოვებენ დედამიწის ატმოსფეროს, ამიტომ მასში, ჰელიუმთან ერთად, წყალბადი მცირე რაოდენობითაა.