ნობელიანტები ქიმიაში
იენს სკოუ (Jens C. Skou )
დაბადება: 1918-10-08 (ლემვიგი, დანია)
გარდაცვალება: 2018-05-28
ალმა–მატერი: ორჰუსის უნივერსიტეტი, დანია
პრემია:1997
"იონ გადამცენი ენზიმის აღმოჩენისათვის"
იენს სკოუ დაიბადა ლემვიგში, დანიაში.
1944 წელს დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი მედიცინის განხრით.
1954 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი.
1947 წელს დაიწყო ორჰუსის უნივერსიტეტში მუშაობა.
1977 წელს დაინიშნა ბიოფიზიკის პროფესორად.
ბიოგრაფია
უჯრედის მრავალი ფუნქცია, ისეთი როგორიცაა ნერვული იმპულსები, კუნთების შეკუმშვა და საჭმლის მონელება, მოითხოვს, რომ კალიუმის იონების კონცენტრაცია უჯრედის შიგნით იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მის გარეთ, ხოლო ნატრიუმის იონების კონცენტრაცია შიგნით უნდა იყოს უფრო დაბალი, ვიდრე გარეთ. ამის მიღწევას დიდი ენერგია სჭირდება. ენერგია ინახება სპეციალურ ნივთიერებაში, ადენოზინტრიფოსფატში (ატფ). 1957 წელს იენს კრისტიან სკოუმ აღმოაჩინა ფერმენტი Na+/K+-ATPase, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ბიოლოგიურ ტუმბოს, იონების გადასატანად
სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ