ნობელიანტები ქიმიაში

 

პოლ საბატიე ( )

 

დაბადება: 5-11-1854 (კარკასონი, საფრანგეთი, საფრანგეთი)

გარდაცვალება: 14-08-1941

ალმა–მატერი: საფრანგეთის კოლეჯი

პრემია:1912

„წვრილდისპერსული მეტალების თანაობისას ორგანული ნაერთების ჰიდროგენიზაციის მეთოდის აღმოჩენისთვის, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იყო ორგანული ქიმიის განვითარებისათვის“ 

 

 

პოლ საბატიე (დ. 5 ნოემბერი, 1854, კარკასონი — გ. 14 აგვისტო, 1941, ტულუზა), ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1913). 1877 წელს დაამთავრა ტულუზის უმაღლესი პედაგოგიური ინსტიტუტი. 1844-1930 წლებში იყო ტულუზის უნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობდა ორგანული კატალიზის დარგში. 1927 ჟან სანდერანთან ერთად ნიკლის კატალიზატორზე ეთილენისა და წყალბადის გატარებით მიიღო ეთანი. 1909 განახორციელა უჯერ კარბომჟავათა ჰიდრირება. შეისწავლა კონდენციისა და იზომერიზაციის კატალიზური რეაქციები ჟანგეულებისა და ქლორიდების თანაობისას, ნახშირწყალბადებთან ჰალოგენწყალბადების მიერთება და მოწყვეტა, მძიმე ნახშირწყალბადების კატალიზური კრეგინგი. საბატიეს შრომებმა ხელი შეუწყო ქიმიურ მრეწველობაში ახალი მიმართულების - კატალიზური ორგანული სინთეზის განვითარებას. ნობელის პრემია მიენიჭა (1912).

 

სტატია მომზადებულია მიერ