ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

solvent parameter გამხსნელის პარამეტრი
Quantitative measures of the capability of solvents for interaction with solutes. Such parameters have been based on numerous different physicochemical quantities, e.g. rate constants, solvatochromic shifts in ultraviolet/visible spectra, solvent-induced shifts in infrared frequencies, etc. Some solvent parameters are purely empirical in nature, i.e. they are based directly on some experimental measurement. It may be possible to interpret such a parameter as measuring some particular aspect of solvent–solute interaction or it may be regarded simply as a measure of solvent polarity. Other solvent parameters are based on analysing experimental results. Such a parameter is considered to quantify some particular aspect of solvent capability for interaction with solutes. გამხსნელების გახსნილ ნივთიერებებთან ურთიერთქმედების უნარის რაოდენობრივი საზომი. მოცემული პარამეტრები ეფუძნება მრავალ სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიურ სიდიდეს, მაგ. სიჩქარის მუდმივები, ულტრაიისფერ/ხილულ სპექტრებში სოლვატოქრომული წანაცვლებები, გამხსნელებით გამოწვეული წანაცვლებები ინფრაწითელ სიხშირეებში და ა.შ. გამხსნელების ზოგიერთი პარამეტრი სუფთა ემპირიული ხასიათისაა, ანუ ისინი უშუალოდ ემყარება გარკვეულ ექსპერიმენტულ გაზომვას. ასეთი პარამეტრის ინტერპრეტაცია შესაძლებელია გამხსნელისა და გახსნილი ნივთიერების ურთიერთქმედების გარკვეული ასპექტის გაზომვით, ან საზომად უბრალოდ შეიძლება ავიღოთ გამხსნელის პოლარობა. გამხსნელის სხვა პარამეტრები ეფუძნება ექსპერიმენტული შედეგების ანალიზს. ასეთი პარამეტრი რაოდენობრივად ახასიათებს გამხსნელის გახსნილ ნივთიერებასთან ურთიერთქმედების თვისების რომელიმე კონკრეტულ ასპექტს.
See also: Dimroth–Reichardt ET parameter | Grunwald–Winstein equation | ასევე იხილეთ: დიმროთ–რაიხარდტის ET პარამეტრი | გრუნვალდ-ვინშტაინის განტოლება |
Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1164