ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
single-photon timing | ერთელექტრონიანი სინქრონიზაცია |
Technique that permits recovery of the parameters characterizing a fluorescence decay after pulse excitation (in particular excited-states lifetimes). It is based on the creation of a time histogram of many stochastic events involving the time delay between the electronic excitation of a molecule or material and its emission of a photon from an excited state. A key to the technique is that no more than one photon strike the detector per pulsed excitation. Excitation is commonly achieved with a flash from a repetitive nanosecond lamp or diode laser or a CW operated laser (mode-locked laser). | მეთოდი, რომელიც აღადგენს იმპულსური აღგზნების შემდეგ ფლუორესცენციის ჩახშობის დამახასიათებელ პარამეტრებს (კერძოდ, აღგზნებული მდგომარეობების სიცოცხლის ხანგრძლივობა). იგი ემყარება მრავალი სტოქასტური მოვლენის დროის ჰისტოგრამის შექმნას, რომელიც მოიცავს მოლეკულის ან მასალის ელექტრონულ აღგზნებასა და მათ მიერ აღგზნებული მდგომარეობიდან ფოტონის გამოსხივებას შორის შეყოვნების დროს. მეთოდის ძირითად გასაღებს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იმპულსური აღგზნების დროს დეტექტორზე მხოლოდ ერთი ფოტონი ეცემა. აღგზნება, როგორც წესი, მიიღწევა განმეორებადი ნანოწამიანი ნათურის ნათებით ან დიოდური ლაზერის ან უწყვეტი მოქმედების ლაზერის გამოსხივებით. |
Source | წყარო: PAC, 2007, 79, 293 (Glossary of terms used in photochemistry, 3rd edition (IUPAC Recommendations 2006)) on page 420 |