ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
mesoionic compounds | მეზოიონური ნაერთები |
Dipolar five- (possibly six-) membered heterocyclic compounds in which both the negative and the positive charge are delocalized, for which a totally covalent structure cannot be written, and which cannot be represented satisfactorily by any one polar structure. The formal positive charge is associated with the ring atoms, and the formal negative charge is associated with ring atoms or an exocyclic nitrogen or chalcogen atom. Mesoionic compounds are a subclass of betaines. | დიპოლარული ხუთწევრიანი (შესაძლოა ექვსწევრიანი) ჰეტეროციკლური ნაერთები, რომლებშიც დელოკალიზებულია როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მუხტი. შეუძლებელია მათი გამოსახვა მთლიანად კოვალენტური სტრუქტურის, ან ერთი რომელიმე პოლარული სტრუქტურის სახით. ფორმალური დადებითი მუხტი ასოცირდება ციკლის ატომებთან, ხოლო ფორმალური უარყოფითი მუხტი - ციკლის ატომებთან, ან ეგზოციკლურ აზოტთან, ან ქალკოგენის ატომთან. მეზოიონური ნაერთები ბეტაინების ქვეკლასია. |
See also: munchnones | | ასევე იხილეთ: მიუნხნონები | |
Source | წყარო: PAC, 1995, 67, 1307 (Glossary of class names of organic compounds and reactivity intermediates based on structure (IUPAC Recommendations 1995)) on page 1349 |