ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

laws of distribution განაწილების კანონები
in precipitation ნალექებში
During the formation of a mixed crystal from a solution containing two components "A" and "B", the latter may be distributed according to the equation

In this homogeneous distribution, a0 and b0 are the respective concentrations in the solution before crystallization and a and b are the respective concentrations in the solution after crystallization. KA,B is usually called the separation factor. The term homogeneous distribution coefficient is not recommended. Alternatively the distribution of the micro-component may follow the equation of Doerner and Hoskins

(logarithmic distribution) where λ is usually called the logarithmic distribution coefficient, the meaning of the other symbols remaining the same. Exactly homogeneous or logarithmic distributions are extreme cases and very seldom encountered.

"A" და "B" კომპონენტების შემცველი ხსნარიდან შერეული კრისტალის წარმოქმნისას  ეს კომპონენტები შეიძლება განაწილდეს შემდეგი განტოლების მიხედვით:

ამ ერთგვაროვან განაწილებაში a0 და b0 წარმოადგენს ხსნარში კომპონენტების შესაბამის კონცენტრაციებს კრისტალიზაციამდე, ხოლო a და b - შესაბამის კონცენტრაციებს კრისტალიზაციის შემდეგ. KA,B წარმოადგენს დაცილების ფაქტორს. ტერმინი - ჰომოგენური განაწილების კოეფიციენტი - არ არის რეკომენდებული. ალტერნატიულად, მიკროკომპონენტის განაწილება შეიძლება ექვემდებარებოდეს დოერნერისა და ჰოსკინსის განტოლებას:

(ლოგარითმული განაწილება) სადაც λ ეწოდება ლოგარითმული განაწილების კოეფიციენტი, დანარჩენი სიმბოლოების მნიშვნელობა კი იგივე რჩება. ზუსტად ერთგვაროვანი ან ლოგარითმული განაწილება ზღვრული შემთხვევებია და ძალიან იშვიათად გვხვდება.

Source | წყარო:

Orange Book, p. 85